Image result for 2019 Mercedes-AMG G63როგორც ცნობილია კომპანია Mercedes-AMG მის სამოდელო გამაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საფლაგმანო მოდელი G-Class უფრო მეტად მდიდრული, ეკონომიური, და მძლავრი ვერსიით წლის დასაწყისში წარმოადგინა. ის პრაქტიკუალდ ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი – ყუთისებრი ფორმა.

Image result for 2019 Mercedes-AMG G63

ახლა კი კომპანიამ უკვე დაადგინა მისი ფასი 2019 წლისთვის –  როგორც ვიგებთ G550 ფასი დაიწყება 125,495 დოლარიდან, ხოლო G63 -ის ფასი 148,495 დოლარი იქნება.აღნიშნული ფასი მიმდინარე წლის ფასთან შედარებით გაზრდილია G550  2018 წელს  124,595 ღირს და სხვაობა მხოლოდ 900 დოლარია, ხოლო G63-ის შემთხვევაში ეს სხვაობა უფრო დიდია  – 3,705 დოლარი. 2018 წლის აღნიშნული მოდელი  144,790 დოლარი ღირს.Image result for 2019 Mercedes-AMG G63

რაც შეეხება ამ ორ მოდელს შორის მთავარ განსხვავებას ეს ძალისმიერი მხარეა: G550  ორმაგად ტუბრირებული 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი და 416 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო  G63-ის შემთხვევაში ორმაგად-ტურბირებული  4.0-ლიტრიანი V8 577  ცხენის ძალს გამოიმშუავებს. ამასთან G63-ს უფრო აგრესიული ხმა აქვს გამოსაბოლქვი სისტემიდან და ცოტა უფრო მეტ ნახშირბოჭკოვანი დეტალით არის გაფორმებული.